სიახლეები

 2014 წლის 2 მაისს, გორის მე-3 საჯარო სკოლაში ტარდება შიდასასკოლო კონფერენცია თემაზე: "დედამიწის დღე"

    22 აპრილი ეს არის დედამიწის დღე რომელსაც მთელი მსოფლიო 1970 წლიდან 
აღნიშნავს. მას შემდეგ რაც სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა რამაც ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება გამოიწვია. სწორედ ამ ყველაფრის შემდგომ იქნა სენატორ გეოლორდ ნელსონის მიერ 22 აპრილი დედამიწის დღედ გამოცხადებული. ყოველი წლის 22 აპრილს სხვადასხვა აქციაში, 174 ქვეყნის 17 000–მდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე, დედამიწაზე საკუთარი გარემოს გაუმჯობესების მიზნით მონაწილეობს.
საქართველოში ბევრმა არ იცის, თუ რა არის 22 აპრილი და როგორ აღინიშნება ის ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი სამშობლო 1990 წლიდან შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც დედამიწის დღე აღინიშნება. დედამიწას ძალიან ბევრი პრობლემა ექმნება რაც დრო გადის, ადამიანები უკვე ვეღარ ამბობენ უარს ელექტრო ენარგიაზე, გაზზე,პოლიეთილენზე, საწვავაზე და სხვა მრავალ პროდუქტზე, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს პლანეტას.
და სწორედ ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე სსიპ გორის მე-3 საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრა აცხადებს მოსწავლეთა კონფერენციას თემაზე ,,დავიცვათ დედამიწა"

კონფერენციის პირობები: 

ნაშრომი მიიღება შემდეგ თემებთან დაკავშირებით:
1.
პოლიეთილენი ბუნების მტერი;
2.
ატმოსფეროს ეკოლოგიური პრობლემა (აირჩიე ერთი პრობლემა);
3.
ეკოლოგიური პრობლემა ჩემს ქალაქში/სოფელში;

მონაწილეს შეუძლია აირჩიოს ჩამოთვლილი ქვეპუნქტებიდან მხოლოდ ერთი!
 მონაწილეობის მიღება შეუძლიათ : 
1.    IV-V-VI ;
2.    VII- VII ;
3.    IX-X კლასის მოსწავლეებს
თემის სათაური, /16 შრიფტით/
ავტორ(ებ)ის სახელი გვარი, კლასი / 12 შრიფტით/
ავტორ(ებ)ის იმეილი /10 შრიფტით; მარჯვნივ/
ხელმძღვანელის გვარი და სახელი, /12 შრიფტით; მარჯვნივ/
ძირითადი ტექსტი /12 შრიფტი/
გამოყენებული ლიტერატურა
ტექსტის საერთო მოცულობა არ უნდა იყოს 4 გვერდზე ნაკლები.
• I
ეტაპი: 2014 წლის 27აპრილი - თემების მიღება.
• II
ეტაპი: 2014 წლის 3 მაისი - მეორე ეტაპზე გადასულ მონაწილეთა კონფერენცია. ( კონფერენციისათვი აუცილებელი იქონიოთ power point-ში გაკეთებული პრეზენტაცია)
თემების შერჩევა მოხდება კლასის საფხურების მიხედვით
თემები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ელფოსტაზე: inga.alaverdashvili@gmail.com
კონფერენციის ყველა მონაწილე დაჯილდოვდება მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატით, ხოლო სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი. 




No comments:

Post a Comment